საზოგადოება

„კეთილი ინებეთ და დადეთ ინფორმაცია – საიდან შემოვიდა საქართველოში ბრიტანული შტამი, საიდან?“

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის გამოვლენის შესახებ წერს:

„კიდევ ერთხელ ვსვამ კითხვას.. 12 დეკემბერს ევროპამ, უკვე დაკეტა საზღვრები დიდ ბრიტანეთთან და მკაცრი კონტროლი და გამოკვლევა დაუწესა ყველას ვინც ბოლო 15 დღის განმავლობაში შემოვიდა დიდი ბრიტანეთიდან.. საფრანგეთში და გერმანიაში გამოვლინდა ახალი შტამის რამოდენიმე შემთხვევა, რომელიც მყისიერად იყო ლოკალიზებული, ყველა კონტაქტი, კონტაქტის კონტაქტი და იმ კონტაქტების კონტაქტთა კონტაქტები იზოლირებული და გამოკვლეული… დღესდღეისობით ევროპის 27 ქვეყანაში, პრაქტიკულად განეიტრალებულია ბრიტანული შტამით ინფიცირებული ყველა პაციენტი და ლოკალიზებულია ყველა კონტაქტი. ასეთივე მდგომარეობაა სხვა ქვეყნებშიც სადაც ბრიტანული შტამის თითო ოროლა შემთხვევა დაფიქსირდა 2020 წლის 20 დეკემბრამდე (20 დეკემბრის შემდეგ მსგავსი ფაქტი აღარ ფიქსირდება)
საიდან შემოვიდა საქართველოში ბრიტანული შტამი, საიდან? .. კეთილი ინებეთ და გვიპასუხეთ.. ან 1. ეს სიცრუეა და ვიღაცას რაღაცაში აწყობს ბრიტანული შტამის საქართველოში დაფიქსირება თუნდაც ეს ასე არ იყოს
2. ჩვეულებრივ მოკვდავთაგან მალულად, რაღაც პრივილეგირებულ კასტას, ძალიან თავისუფლად შეუძლია მსოფლიოში მოგზაურობა, მიუხედავად იმისა რომ, საქართველოს საზღვრები ჩვენთვის ცხრა კლიტითაა დაკეტილო და მან შემოიტანა.. ამიტომ კეთილი ინებეთ და დადეთ სწორი ინფორმაცია, იმ მიკიბულ- მოკიბული სიცრუისგან განსხვავებით, რასაც ახლა ბოდავთ თქვენ და თქვენ დაქვემდებარებაში მყოფი მედიასაშუალებები..“ – წერს გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close