საზოგადოება

კახი კავსაძეს საბურთალოს სასაფლაოზე, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ

კახი კავსაძეს საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.

მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის თეატრში გაიმართება.

კახი კავსაძეს ქაშუეთის ეკლესიიდან გაასვენებენ. დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

85 წლის ასაკში კახი კავსაძე გარდაიცვალა. მსახიობი ბოლო ორი თვის განმავლობაში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. კახი კავსაძეს კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ მსახიობი ბინაზე გაწერეს, თუმცა მისი საავადმყოფოში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ საჭირო გახდა .

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close