საზოგადოება

“კახა კალაძე აუცილებლად გახდება ამ ქალაქის მერი” – ბაკურაძე

რაც კახა კალაძემ დედაქალაქს გაუკეთა, ის უკვალოდ ვერ გაქრება - გამორიცხულია

მე მაინც ვფიქრობ, რომ დღევანდელი აქცია იყო მოსინჯვა იმისა, რომ თუ მეორე ტურში ოცივე მუნიციპალიტეში წააგებს „ნაციონალური მოძრაობა“ და დარწმუნებული ვარ წააგებს, ატეხონ ამბავი, რომ არჩევნები გაუყალბეს, – ამის შესახებ რეჟისორმა ბაკურ ბაკურაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისივე თქმით, მას საქართველოში ასეთი გამჭვირვალე და მშვიდი არჩევნები არ ახსოვს.

„გადათვლის პროცესიც კი კამერებით არის გადაღებული. გაყალბებაზე ხმას ვერ იღებენ. ხელისუფლება მეორე ტურისთვის მშვიდად და წყნარად ემზადება, კახა კალაძე აუცილებლად გახდება ამ ქალაქის მერი. რაც კახა კალაძემ დედაქალაქს გაუკეთა, ის უკვალოდ ვერ გაქრება – გამორიცხულია. ის მეორე ტურს დამაჯერებელად მოიგებს და ოცივე ოლქში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს“, – განაცხადა ბაკურ ბაკურაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close