Sliderსაზოგადოება

კაცი ციხეში კვდება და ამათ დაიწყეს, პარტია დაიშლებაო! დაიშლება და დაიშალოს, ესეც გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია არ იყოს – შალვა ხაჭაპურიძე

დღეს მთელი დღეა მომაცდინეს, 12 კაცი ვმუშაობთ რაც საქმეში ვარ ჩართული. სამი საათი გვძინავს დღე-ღამის განმავლობაში და იმის მაგივრად ეს ხალხი გამოსულიყო და დაეცვათ სააკაშვილი, ახლა აქეთ მოტრიალდნენ ეს უსაქმურები...

დღეს მთელი დღეა მომაცდინეს, 12 კაცი ვმუშაობთ რაც საქმეში ვარ ჩართული. სამი საათი გვძინავს დღე-ღამის განმავლობაში და იმის მაგივრად ეს ხალხი გამოსულიყო და დაეცვათ სააკაშვილი, ახლა აქეთ მოტრიალდნენ ეს უსაქმურები… მომაცდინეს დღეს მთელი დღე. ხვალიდან უნდა გავთიშო ეს ფეისბუქები და ყველაფერი, არაფერში მჭირდება. მე მაქვს ერთი მიზანი, დიახ, მაცდენენ და თავი დამანებონ, მიხედონ თავიანთ საქმეს. თუ რამე აქვთ გასაკეთებელი გააკეთონ. მე დამანებონ თავი, მე ვარ ადვოკატი, მივდივარ, ვაკეთებ ჩემს საქმეს. თქვა, არ თქვა, შევიდნენ და გაარკვიონ. თუ არ თქვა, არ თქვა. თუ თქვა, თქვა. რა მეცვლება მე ამით? მე მიზანი მაქვს, კაცი მყავს გარეთ გამოსაყვანი, იმიტომ რომ კვდება. ხვალ შეიძლება მაგის კუბო გამოიტანონ და დღეს ფეიქბუქზე არჩევენ იმან ეს თქვა, ამან ეს თქვა. მე მეგონა წავიდოდნენ დღეს, დაიკავებდნენ პლაკატებს და მიშას სიცოცხლის გადარჩენაზე დაიწყებდნენ საუბარს და ამათ დაიწყეს პარტია დაიშლება. დაიშლება ახლა თორემ, ესეც გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია იყოს. დაიშლება დაიშალოს რა, დიდი ამბავი. მიხედონ თავიანთ საქმეს, ის კაცი მიხედავს თავის საქმეს. კვდება ციხეში, გეუბნებით, ხვალ შეიძლება კუბო გამოიტანონ”, – განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ტვ პირველის ეთერში.

http://

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close