Sliderსაზოგადოება

კატეგორიულად მოვითხოვთ! ჩვენი ქვეყნის კულტურულ -ისტორიული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის და დამნაშავეების გამოვლენას – ქართველი ემიგრანტების წერილი

“ძალიან ძნელია უყურო შორიდან სამშობლოში მიმდინარე პროცესებს და ჩუმად იყო!!
ემიგრაციის დიდი ნაწილი არასოდეს ყოფილა ჩუმად არც ეხლა აპირებს და საჭიროდ მიიჩნევს დაუყოვნებლივ პასუხი გაეცეს ყველა იმ დანაშაულს რომელიც იმერეთის რეგიონს და (არა მარტო -გულისხმობს)
კულტურული მემკვიდრეობის კერები ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესია ერის ცხოვრებაში მისი განვითარების და ისტორიული წარსულის წინაშე დამსახურებული თაყვ
ანისცემისა და პატივისცემის გათვალისწინებით !!
ჩვენ გვახსოვს ეპოქა, როდესაც ქუთაისში -იმერეთის რეგიონის გულში- ჩვენი და არა მარტო ჩვენი თაობის მომდევნო თაობების მიმართ -მოხდა უპრეცენდენტო ვანდალური აქტი- დიდების მემორიალი რაღაც უსახური კონსტრუქციული ეგრეთწოდებული პარლამენტის შენობის გამო დაარბიეს!!
ნანგრევებად ქცეულმა ირგვლივ მიმდებარე ტერიტორიაზე დედა -შვილის სიცოცხლე შეიწირა (!!)
ჩვენ მაშინ გვითხრეს რომ საქართველოს წარსული უნდა დაივიწყოთ !!!
ყველა გონიერი ადამიანი მიხვდება თუ რას ნიშნავს ეს ნებისმიერ ქვეყანაში- როცა ამას აკეთებს მთავრობა (!!!)
ისტორიული ძეგლების მიმართ ბარბაროსული დამოკიდებულება- ასევე გამოიხატა ქუთაისში ბაგრატის ტაძრის ამ უნიკალური მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის წინაშე- როდესაც- მისი ეგრეთწოდებული რესტავრაციის მიზნით ტაძარში ლითონის კონსტრუქცია დაამონტაჟეს და ძეგლი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ამოიღეს !!
თუ ვინმეს გულწრფელად გულუბრყვილობის გამო ჰგონია რომ ეს იყო მხოლოდ “კეთილი განზრახვა” ჩვენ აქ ამის განხილვაზე თავს შევიკავებთ !!-
რიონის ხეობა!!!
ისტორიულად სასიცოცხლო მნიშვნელობის და არა მარტო!- სტრატეგიულად ერთ -ერთი უმნიშვნელოვანესი საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისათვის თითქმის გაიყიდა უცხოელ ინვესტორზე(!!) ამის გამოც ჯერ არაფერი გარკვეულა!!
გელათი !!
უდიდესი ჩვენი საგანძური- იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მყოფი ჩვენი სიმდიდრე დღეს განსაცდელშია !!!
გაურკვეველი სიტუაციაა!!- ვერაფრით გაგვიგია ვინ არის დამნაშავე! კომპანია ვინც შეასრულა სამუშაოები( გადახურვა )-და საფრთხის ქვეშ დადგა ძეგლის არსებობის სტატუსი თუ მიზანმიმართული კვლავ ბარბაროსობა!!
კატეგორიულად მოვითხოვთ !
ჩვენი ქვეყნის წინაშე ჩადენილი კულტურულ -ისტორიული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ჩადენილი დამნაშავეების გამოვლენას გელათის გადარჩენას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ღალატის მუხლის აღდგენას- რათა დამნაშავეს გაეცეს საკადრისი პასუხი რომ არასოდეს!! არც ერთ მმართველს უფლება არ მიეცეს ღალატის და მასხრად აგდების საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე !
მოთხოვნა არის კატეგორიული და არ ექვემდებარება შესწორებას!!
პატივისცემით საქართველოს მთავრობას
ემიგრანტები!
ტექსტის ავტორია მაია რუსაძე. მოთხოვნას უერთდება 60-მდე ემიგრანტი. ხელმომწერეთა რაოდენობა იზრდება.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close