პოლიტიკა

კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი სააშკარაოზე გამოვიდა – ბეჟაშვილი

ელჩთან შეხვედრით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის არაფორმალური და ოლიგარქიული მმართველი და ამ ქვეყანაში ოლიგარქია რომ დასრულდება, მერე გაიხსნება საქართველოს ევროპული პერსპექტივა.

ომთან დაკავშირებით საუბრობენ მარტო ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ ლიდერები, ეს მათი რიტორიკა, მათი ქიმერაა, რომელიც შექმნეს და ამ ქიმერას ვითომ წარმატებით ამარცხებენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც ბეჟაშვილმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, აშშ-ის ელჩთან შეხვედრით დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალური მმართველია.

„კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი სააშკარაოზე გამოვიდა. რეალურად, დაადასტურა ყველაფერი ის, რასაც ოპოზიცია ამდენი ხნის განმავლობაში საუბრობდა. პირველი, ბანკთან მისი პრობლემები არის გამომდინარე იმ პოლიტიკიდან, რომელსაც ის, როგორც ამ ქვეყნის ჩრდილოვანი მმართველი და როგორც ოლიგარქი აწარმოებს ქვეყანაში რუსეთსა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან მიმართებით. ომთან დაკავშირებით საუბრობენ მარტო ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ ლიდერები, ეს მათი რიტორიკა, მათი ქიმერაა, რომელიც შექმნეს და ვითომ ამ ქიმერას წარმატებით ამარცხებენ. ელჩთან შეხვედრით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის არაფორმალური და ოლიგარქიული მმართველი და ამ ქვეყანაში ოლიგარქია რომ დასრულდება, მერე გაიხსნება საქართველოს ევროპული პერსპექტივა“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close