პოლიტიკა

„იცით, რატომ ებრძვიან კახიშვილს სააკაშვილი, მისი ჯიბის ტელევიზიები და ზონდერ ჯგუფები?“ – ნიკოლოზ მჟავანაძე

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

„იცით, რატომ ებრძვიან ნაცები და მათი დაქირავებული ზონდერ ტელევიზიები პარლამენტის დეპუტატ კახი კახიშვილს?
1. კახი კახიშვილი იყო სამოქალაქო სექტორის ერთ ერთი აქტიური წარმომადგენელი, რომელიც ითხოვდა ნაცების შექმნილი ადამიანების გაუპატიურებებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ათასობით ვიდეო- ფაილი არათუ განადგურებულიყო, არამედ მათზე გამოძიება დაწყებულიყო. ის ამას ეუბნებოდა თომას ჰამერბერგს, ეუბნებოდა ევროპელებს და ხელისუფლებას.
2. კახი კახიშვილი იყო ის პიროვნება, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს დაუპირისპირდა მაშინ როცა ე.წ. სამოქალაქო საზოგადოება კვლავ სააკაშვილის ორბიტაზე იყო.
3. კახი კახიშვილმა სასჯელაღსრულების მინისტრად გახდომის შემდეგ მოახერხა ის, რაც ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო. ჩამპალი, განადგურებული და არადამიანურკ პენიტენციალური სისტემა ევროპული სტანდარტების გახადა. სისტემა, რომელმაც დაასრულა სააკაშვილი, კახიმ ხელისუფლების სავიზიტო ბარათადად გახადა. ადგილი, სადაც ხალხს აწამებდნენ ევროპელებისთვისაც სამაგალათო გახადა. ევროკავშირმა, ევროსაბჭომ და სხვა ევროპულმა ინსტიტუტებმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს უთხრეს სასჯელაღსრულებით სისტემებში საქართველოს მიბაძეთო.
4. მიუხედავად წარმატებული რეფორმებისა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსობის შემდეგ გარკვეულწილად ჩრდილში.მოექცა, მაგრამ საყვედური არ წამოსცდენია ხელისუფლებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ნაც მოძრაობას არაერთი მცდელობა ჰქონდა გადაებირებინა, როგორც არაერთი ოცნების ძველი ,,კაშკაშა” სახე.
5. კახი კახიშვილმა პარლამენტში მოსახვედრად აირჩია ურთულესი გზა, ის მოხვდა ყველაზე კონკურენტუნარიან საარჩევნო ოლქში. მას დაუპირისპირდნენ ნაცები და მათი სატელიტები, პრემიერ მინისტრობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე, ნაცებიდან ხატია დეკანოსიძე, ტრიბუნადან დავით ჭიჭინაძე. ყველა მათგანი პირველ და მეორე ტურში დაამარცხა.
სწორედ ესაა მიზეზი, რომ კახის ებრძვის სააკაშვილი, მისი ჯიბის ტელევიზიები და ზონდერ ჯგუფები. შენ მოწინააღმდეგეს უნდა დააბრალო ის რაც თავად ხარ. ესაა ნაცების ტაქტიკა რონელიც დღესაც მოქმედებს.
კახი კახიშვილი არის ის პიროვნება, რომელიც ყველაზე საშიშია ნაცმოძრაობისთვის, თორემ ოცნებაში მოკალათებულ პორტირებულ ნაცებზე ზონდერ-ნაც-მედია როდის იყო ხმას იღებდა“ – წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close