მსოფლიო

იტალიის პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტს დიქტატორი უწოდა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იტალიის ელჩი დაიბარეს. მიზეზი იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის მიერ თურქეთის პრეზიდენტის დიქტატორად მოხსენიება გახდა, რომელთანაც, დრაგის თქმით, ევროპამ უნდა ითანამშრომლოს.

იტალიის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ არ იზიარებს ერდოღანის შეუფერებელ საქციელს ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენთან მიმართებაში.

ცნობისთვის, ანკარაში ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენს, ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ამსახველ კადრებში ჩანს, რომ მიშელი და ერდოღანი მათთვის წინასწარ გამზადებულ სავარძლებში ჩასხდნენ, სავარძლის გარეშე დარჩენილი ფონ დერ ლეიენი კი დივანზე ჩამოჯდა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ასეთი განცხადებები პროტოკოლის არცოდნითაა განპირობებული და თურქეთის სტუმართმოყვარეობას ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close