საზოგადოება

იტალიაში ქართველი ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

რომის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამრევლოს წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს – იტალიაში კიდევ ერთი ემიგრანტი გარდაიცვალა.

„ჩვენი ნანი (გაბუნია), კიდევ ერთი ემიგრანტი, რომელიც covid-19-მა შეიწირა. ნანი ექიმი გავიცანი 11 წლის უკან რომში, მისი 19 წლის შვილიშვილის, დათოს დაკრძალვაზე, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა რომში.

მის მერე ახლო და თბილი ურთიერთობა გვქონდა, როდესაც ჯანმრთელობის პრობლემები დამეწყო, სულ ჩემ გვერდით იყო, თავის უდიდეს გამოცდილებას და პროფესიას მახმარდა, რომელმაც დიდი შედეგი მოგვცა სნეულებასთან ბრძოლაში. მე მას „ნანი ექიმს“ ვეძახდი. ღმერთმა გაცხონოთ, ჩემო კეთილო და თბილო ნანი ექიმო“, – წერს არქიმანდრიტი იოანე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close