მსოფლიო

იტალიაში კლდის ჩამოშლის შედეგად, 200-მდე მიცვალებული ზღვაში აღმოჩნდა

იტალიაში, გენუას ერთ – ერთ გარეუბანში საშინელი შემთხვევა მოხდა. უამინდობის შედგად, ჩამოიშალა კლდე, რომელზეც სასაფლაო მდებარეობდა და 200-მდე გარდაცვლილი ადამიანის კუბო ზღვაში აღმოჩნდა. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ კლდის ჩამოშლა ნიადაგის ეროზიამ გამოიწვია, რაც ტალღების მოქცევის შედეგად უფრო გაძლიერდა. სოციალურ ქსელებში მომხდარის ამსახველი კადრები გავრცელდა.

კლდის ჩამოშლის დროს სასაფლაოზე მყოფმა მუშებმა მიწის მასებიდან თავის დაღწევა შეძლეს, მაგრამ ორი ​​სამლოცველო დაზიანდა – წერს რია ნოვოსტი. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რა ღონისძიებებს განახორციელებს იტალიის ხელისუფლება ზღვაში ჩაძირული კუბოების გადასარჩენად. თუმცა, ყველა ხვდება, რომ ზოგი იტალიელი ვეღარასოდეს  შეძლებს ნათესავების საფლავებში დაბრუნებას.

Изображение

В Италии более 200 гробов с телами смыло в море из-за оползня

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close