Sliderპოლიტიკა

ის, ვინც ბილწისტყვაობს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, არ შეიძლება გახდეს შეწყალების საგანი – კობახიძე

სალომე ზურაბიშვილის მიმართ ბილწსიტყვაობა არის პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ბილსიტყვაობა და ამის გატარება უბრალოდ არ შეიძლება, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ჩამოგვეშვლება სახელმწიფო ინსტიტუტები.

“გვარამია განსაკუთრებით პრეზიდენტის მიმართ გამოირჩეოდა ბილწსიტყვაობით, არა შეურაცხყოფით, არამედ პირდაპირ ბილწსიტყვაობით და როდესაც ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის მიმართ, ეს არ არის ბილწსიტყვაობა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ეს არის ბილწსიტყვაობა პრეზიდენტის ინტიტუტის მიმართ. თუ ასეთ პირობებში სალომე ზურაბიშვილი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც ჰქვია შეწყალება, გამოდის, რომ ის არ იცავს პრეზიდენტის ინსტიტუტს. ეს ძალიან მარტივად იქნებოდა ჩემთვის, როგორც უბრალოდ მოქალაქისთვის, ამის ნიშანი და მე დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს. პრეზიდენტი უნდა გაუფრთხილდეს პრეზიდენტის ინსტიტუტს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ – სალომე ზურაბიშვილის მიმართ ბილწსიტყვაობა არის პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ბილსიტყვაობა და ამის გატარება უბრალოდ არ შეიძლება, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ჩამოგვეშვლება სახელმწიფო ინსტიტუტები. ის, ვინც ბილწისტყვაობს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, არ შეიძლება გახდეს შეწყალების საგანი”, – აცხადებს ირაკლი  კობახიძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close