მსოფლიო

ისრაელში არავაქცინირებულ მასწავლებლებს სკოლებში შესვლა აეკრძალებათ

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლის დირექტორებს დაავალა იმ პედაგოგებს, რომლებსაც ე.წ. „მწვანე საშვი“ არ აქვთ, სასკოლო დაწესებულებებში შესვლა აუკრძალონ და ანაზღაურების გადახდა შეუჩერონ, – ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მასწავლებლებს, რომლებიც არ წარადგენენ „მწვანე საშვს“ იმის დასადასტურებლად, რომ ვაქცინირებულები არიან, კოვიდ ტესტის უარყოფითი პასუხი აქვთ, ან ვირუსისგან გამოჯანმრთელდნენ, მუშაობის უფლება ხელფასის გადახდის გარეშე 3 ოქტომბრიდან შეუჩერდებათ.
აღსანიშნავია, რომ მათ საგაკვეთილო პროცესში დისტანციურად ჩართვის უფლებაც არ ექნებათ.
ცნობისათვის, მასწავლებლებს სკოლის შენობაში შესასვლელად „მწვანე საშვს“ სასწავლო წლის დაწყებიდან სთხოვენ, თუმცა მათ, ვისაც აღნიშნული დოკუმენტი არ ჰქონდათ და მუშაობას ვერ აგრძელებდნენ, ხელფასს მაინც უხდიდნენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close