პოლიტიკა

ისე არ გავალ ამ შენობიდან, რომ საბარგულში მოვთავსდე – ნიკა მელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, პარტიის ცენტრალურ ოფისში რჩება, თუმცა შენობას, პერიოდულად, ტოვებს.

მელიას ინფორმაციით, გუშინდელიდან აქტიურად ამოწმებს პოლიცია იმ ავტომობილს, რომელიც პარტიის ოფისს ტოვებს.

“ეს საკითხი, რომელიც თქვენ გაინტერესებთ, შეიძლება ლეგიტიმურადაც, მაგრამ მართლა არ არის პირველი და მეათე ხარისხოვანიც კი. დამიტოვეთ უფლება, როდის გავალ და მოვბრუნდები.

მე შენობიდან გასულიც ვიყავი და შემოსულიც ვარ. მედიას წინასწარ ვერ გაცნობებთ, როდის გავდივარ და შემოვდივარ, ამიტომ, ეს არ უნდა გაგიკვირდეთ. დიახაც, ვაღიარებ, რომ შენობიდან გასულიც ვიყავი და შემოსულიც ვარ. თუ სად გავედი, ამის დამადასტურებელი ფოტო-ვიდეომასალაც მოგეწოდებათ, თუ გაინტერესებთ. სწორედ ამიტომაც არიან შეწუხებულები ხელისუფლებაში. გუშინდელი დღიდან თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც ტერიტორიას ტოვებს, ჩერდება და საბარგულს უმოწმებენ. ერთ რამეს ნამდვილად ვპირდები, რომ ისე არ გავალ ამ შენობიდან, რომ საბარგულში მოვთავსდე. რატომ ჰგონიათ, რომ საბარგულით გავედი. რატომ შეშფოთდნენ? იმიტომ, რომ მათ გაიგეს, ჰკითხეთ “ქართულ ოცნებას”. უბრალოდ, ვერ მოახერხეს ჩემი დაკავება,” – განაცხადა ნიკა მელიამ.

პარტიის თავმჯდომარესთან ერთად “ნაცმოძრაობის” ოფისში რჩებიან პარტიის მხარდამჭერებიც.

ისინი ამბობენ, რომ ნიკა მელიას დაპატიმრების საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს, ამიტომ ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.

რუსთავი 2

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close