პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ბიზნესის მთავარი რეკეტიორი, კეზერაშვილის სახით, ამ სამარცხვინო რეზოლუციაში ჩაწერეს

შევახსენებ EPP-სა და ყველა ევროპელს, რომ ბიზნესის რეკეტორი კეზერაშვილის კომპანიას, მას შემდეგ, რაც ის თანამდებობიდან წავიდა, ერთი მილიარდი დოლარის ბრუნვა ჰქონდა

„ბიზნესის მთავარი რეკეტიორი, ამ სამარცხვინო რეზოლუციაში კეზერაშვილის სახით ჩაწერეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, კეზერაშვილის ფირმას, ერთი მილიარდი დოლარის ბრუნვა ჰქონდა მას შემდეგ, რაც ის წავიდა თანამდებობიდან.

„გამოდის სახალხო დამცველი, ქალბატონი ლომჯარია. საჯაროდ თქვა, რომ ამას მირჩევნია, ბომბებისგან მიღებული ცეცხლი და წვა მივიღოთოო. უკაცრავად და, ვინ უნდა მიიღოს, ქალბატონი ლომჯარია საერთოდ ვის უნახავს სააკაშვილის დროს? ვინმეს გახსოვთ საერთოდ, სახალხო დამცველი გამოსულიყო, მაშინ სხვა პოზიციაზე მუშაობდა, რაიმე საჯაროდ დაეგმო, ადამიანების წამება, ტანჯვა, გაუპატიურება, მკვლელობები, ბიზნესის დატერორება. მთავარი რეკეტიორი ბიზნესის, ამ სამარცხვინო რეზოლუციაში კეზერაშვილის სახით ჩაწერეს. მე შევახსენებ EPP-ს და ყველა ევროპელებს, რომ მისი ფირმა, მას შემდეგ, რაც ის წავიდა თანამდებობიდან, ერთი მილიარდი დოლარის ბრუნვა ჰქონდა მის კომპანიას. საიდან მეგობრებო – ჯარის ძარცვიდან, ბიზნესის რეკეტისგან. მედია თავისუფლება რომ არის ქვეყანაში, ვინმეს კითხვა აქვს ევროპაში და ამერიკაში? ყველამ კარგად ვიცით ყველაფერი. ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. მაგ რეზოლუციას მე ვაპროტესტებ. აკლდა მეგის ქარდავა, მთავარი ჯალათი, სააკაშვილის სახე, რომელიც აწამებდა, აუპატიურებდა, მისი მკვლელების ბრიგადები ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა პრემიერმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close