საზოგადოება

ილია მეორისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩატარება არ იგეგმება – ცისანა შარტავა

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან კარგი, დამაკმაყოფილებელი და სტაბილური, მას არანაირად არ ჰქონია რაიმე ნიშანი, სავსებით დამაკმაყოფილებელია მისი მდგომარეობა, – აცხადებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმი, ცისანა შარტავა.

ცისანა შარტავას თქმით, ვინც იმყოფება პატრიარქთან, ექვემდებარება ყოველ მესამე დღეს ტესტირებას.

„დაკვირვების ქვეშ ბრძანდება და თუ საჭირო იქნება, შესთავაზებენ ტესტირებას. მაგრამ, ამ ეტაპზე, ეს არ მოხდა. რეგულაციებს, რაც ქვეყანაში მოქმედებს ჩვენ ვითვალისწინებთ ძალიან ზედმიწევნით და ვცდილობთ, რომ დაცული იყოს სიტუაცია. ჩვენთან არის მასობრივი ტესტირება, საპატრიარქოში შეზღუდულია შემსვლელთა რაოდენობა და ხდება ტესტირება სწრაფი ტესტით, ანტიგენზე და მხოლოდ ტესტირების საფუძველზე ხდება ნებართვის გაცემა შესვლა-არშესვლაზე. თუ ვინმე გადის საპატრიარქოდან, რომ ბრუნდება, ისევ უტარდება ტესტი.

ვინც იმყოფება პატრიარქთან, ექვემდებარება ყოველ მესამე დღეს ტესტირებას. ჩვენი ეპიდემიოლოგები, თქვენ იცით, მაღალ პროფესიონალები არიან და მათთან თანამშრომლობით ვაგვარებთ ყველა ამ საკითხს“, – განაცხადა ცისანა შარტავამ.

საქართველოს საპატრიარქოში დღეს განაცხადეს, რომ ილია მეორისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩატარება არ იგეგმება.

1 tv.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close