სამართალი

ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებებს პროკურატურა დამატებით მტკიცებულებად წარადგენს

პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებს, რომ ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებები, რომელიც მან 28 იანვრის შემდეგ გააკეთა, დავით გარეჯის საქმეზე იქნება წარდგენილი.

როგორც მიხეილ სადრაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლოს სხდომაზე აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ეს საჯარო განცხადებები დაერთოთ საქმეს.

„ივერი მელაშვილის მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები, ეს განცხადებები 28 იანვრის შემდგომ გააკეთა. ეს ეხება ბრალდების საქმეს და ეს საჯარო პოზიციები მნიშვნელოვანია, რომ იქნეს წარდგენილი საქმეში. მნიშვნელოვანია, საქმეს დაერთოს. იყო მისი ორი საჯარო განცხადება და საჯარო პოზიციის დაფიქსირება“, – განაცხადა პროკურორმა.

ამასთან, ივერი მელაშვილის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ აღნიშნა, რომ გიორგი მშვენიერაძე მიიღო დისკზე ჩაწერილი მასალა.

„უცნობია, რა არის ჩაწერილი ამ დისკზე და მნიშვნელოვანია გავეცნოთ“, – განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, გირაოთი გათავისუფლებულმა ივერი მელაშვილმა, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მოლაპარაკების პროცესის დაწყება პირდაპირ იმის მტკიცებით, რომ რაღაც შენია, არასწორია და საქმეს აფუჭებს. მისივე თქმით, მოლაპარაკება რაღაც ეტაპიდან უნდა დაიწყოს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close