Sliderპოლიტიკა

ივანიშვილი ჩემთვის ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიაა – ელისო ბოლქვაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ელისო ბოლქვაძე ტელეკომპანია „ფორმულას“ კითხვაზე, რა ნაწარმოებია ან რომელი ავტორია მისთვის ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილი მისთვის ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიაა.

„რა კარგია რომ ასეთ ადამიანებთან [„ქართული ოცნება“] მოვედი და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მოვედი ბატონ ბიძინას იდეების გამგრძელებელი. ასე ვთქვათ, ჩემი შთაგონება არის ეს. ჩემი ინსპირაცია იყო ბიძინა ივანიშვილი.

თუ შევადარებთ ხელოვნების სფეროს – ბეთჰოვენია ალბათ ჩემთვის, ბეთჰოვენის სიმფონია, ბეთჰოვენს ბევრი სიმფონია აქვს დაწერილი – მესამე, მეოთხე, მეცხრე. მეცხრე ალბათ, ყველაზე დიდი კულმინაციაა“,  – აცხადებს  ელისო ბოლქვაძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close