Sliderსაზოგადოება

ივანიშვილი: “ეს ჩემი დავალებით მოხდა, თქვენ არაფერს არ გაბრალებთ, ხარვეზებს მეთვითონ გავასწორებ. შოთაძე რას შვებიან შენები, ხომ მუშაობენ პენიტენციურის ბიჭებთან ერთიანი ჩვენებების დასალაგებლად? რამე არ აურიონ” – გოგაშვილის მორიგი წერილი

ჩემს მიერ გამოქვეყნებული დიალოგი არის მიახლოებითი აღწერა იმ სიტუაციისა, როდესაც ხდება გაფუჭებული საქმის გამოსწორება. მე პირადად არაერთხელ დავსწრებივარ მსგავს თათბირს და ამასთან დაკავშირებით საზოგადოება გაიგებს სიმართლეს. ოცნება თავისი რუსული კრიმინალური მენტალობიდან გამომდინარე მე აღმიქვამს მოღალატედ და ჩამშვებად. ვერ ხვდებიან, რომ ამით ისინი ადასტურებენ ჩემს მიერ გაჟღერებულ კრიმინალურ ფაქტებს. დიახ, თქვენ ხართ კრიმინალები და სახელმწიფო დამნაშავეები, რომლებიც ღალატობთ თქვენს ქვეყანას, ხოლო მე ვარ თქვენი სიბინძურის მამხილებელი თავის ტკივილი - გოგაშვილი

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ციხიდან კიდევ ერთ წერილს აქვეყნებს და წერს, რომ ივანიშვილი არაფორმალურად ატარებს თათბირებს და მინისტრებს თავად კარნახობს, რა უნდა გაკეთდეს:

“ჩემს მიერ გამოქვეყნებული დიალოგი არის მიახლოებითი აღწერა იმ სიტუაციისა, როდესაც ხდება გაფუჭებული საქმის გამოსწორება. მე პირადად არაერთხელ დავსწრებივარ მსგავს თათბირს და ამასთან დაკავშირებით საზოგადოება გაიგებს სიმართლეს. ოცნება თავისი რუსული კრიმინალური მენტალობიდან გამომდინარე მე აღმიქვამს მოღალატედ და ჩამშვებად. ვერ ხვდებიან, რომ ამით ისინი ადასტურებენ ჩემს მიერ გაჟღერებულ კრიმინალურ ფაქტებს. დიახ, თქვენ ხართ კრიმინალები და სახელმწიფო დამნაშავეები, რომლებიც ღალატობთ თქვენს ქვეყანას, ხოლო მე ვარ თქვენი სიბინძურის მამხილებელი თავის ტკივილი.

სოსო გოგაშვილი
306-ე საკანი.”

 

დიალოგი, რომელიც გოგაშვილმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა:

“არამოდელირებული კრიმინალური ქრონიკა

ბიძინა ივანიშვილი: აბა როგორ ხართ ბიჭებო, რა ცხვირ-პირი ჩამოგტირით! ეს ჩემი დავალებით მოხდა, თქვენ არაფერს არ გაბრალებთ, ხარვეზებს მეთვითონ გავასწორებ. შოთაძე რას შვებიან შენები, ხომ მუშაობენ პენიტენციურის ბიჭებთან ერთიანი ჩვენებების დასალაგებლად? რამე არ აურიონ.

ირაკლი შოთაძე: დიახ ბატონო ბიძინა, ვაკეთებთ ყველაფერს.

ბიძინა ივანიშვილი: რატი რა ხდება კამერებზე? ოტო ხო მუშაობს? ხომ ასწორებთ ყველაფერს?

რატი ბრეგაძე: დიახ ბატონო ბიძინა, სულ 9 კამერა არის, ზოგს წაშლიან ზოგს დააზიანებენ, მაგრამ…

ბიძინა ივანიშვილი: მოიცა კაცო, ყველა არ წაშალოთ, ერთი დღის დატოვეთ. დიახ, საშხაპეში გადაიყვანეს, რა არის ამაში უკანონო. გრიგოლ, ტელეფონის ანძებზე რა ხდება? ხო მუშაობენ, რომ არ დაფიქსირდეს რუსთავსა და თბილისში ანძები?

გრიგოლ ლილუაშვილი: დიახ ბატონო ბიძინა, რამდენიმე დღეში მოგვარებული იქნება.

ბიძინა ივანიშვილი: რატი, რაღაცის თქმა გინდოდა წეღან.

რატი ბრეგაძე: დიახ ბატონო ბიძინა, კიდევ ერთი პრობლემაა. ოჯახი შაბათს, არასამუშაო დღეს გვიან შემოვიყვანეთ, ძალიან ბევრმა კამერებმა დააფიქსირეს ეს ამბავი, რა ვქნათ?

ბიძინა ივანიშვილი: არაუშავს, ეგ დატოვეთ. დასაჯეთ რამდენიმე თანამშრომელი, იქამდე დაელაპარაკეთ, დაამშვიდეთ, აჩუქეთ ფონდიდან ფული და დაასაქმეთ სადმე სხვაგან. დანაშაული თავის თავზე ააღებინეთ. გრიგოლ, მოკლედ, აგერაა კობახიძეც და მედიასთან და პარტიასთან კოორდინაციით დაიწყეთ შავი კამპანია.

გრიგოლ ლილუაშვილი: დიახ ბატონო ბიძინა, ჩვენები უკვე მუშაობენ მაგ გეგმაზე.

ირაკლი კობახიძე: (ნაზი ჩუმი ხმით) დიახ ბატონო ბიძინა, პარტია მზად არის, მაგრამ ძალიან დავზიანდებით.

ბიძინა ივანიშვილი: რა ცხვირჩამოშვებული ხარ, არ იცი, რომ თეთრი ხელთათმანებით არ გამოდის? ( не первый раз замужем ) უნდა გაუძლოთ ( нравится не нравится терпи мая красавица )

სოსო გოგაშვილი
306-ე საკანი”

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close