Sliderმსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: წინასწარი მონაცემებით, პოლონეთში მომხდარი ინციდენტი, სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტით იყო გამოწვეული

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, პოლონეთში მომხდარი ინციდენტი, სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტით იყო გამოწვეული.

„წინასწარი ანალიზი მიუთითებს იმაზე, რომ პოლონეთში მომხდარი ინციდენტი, სავარაუდოდ, გამოიწვია უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ, რომელიც გაშვებული იყო უკრაინული ტერიტორიის რუსეთის ფრთოსანი რაკეტებისგან დასაცავად. თუმცა, ხაზს ვუსვამ, რომ ეს არაა უკრაინის ბრალი. სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, რომელიც აგრძელებს უკანონო ომს უკრაინის წინააღმდეგ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close