პოლიტიკა

„თქვენთან ერთად ვართ და საჭიროების შემთხვევაში, არ დავიშურებთ ძალისხმევას თქვენს გამოსაჯანმრთელებლად“

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს.

ოფიციალურ წერილში, პრეზიდენტი ერდოღანი ადასტურებს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის პროცესში მხარდაჭერისთვის.

„პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო მეგობარო, ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ თქვენი ტესტი კოვიდ-19-ზე დადებითი აღმოჩნდა. გისურვებთ სწრაფად განკურნებას და ძალიან მალე სრულად გამოჯანმრთელებას. მსურს, იცოდეთ, რომ თქვენთან ერთად ვართ მკურნალობის პერიოდში და საჭიროების შემთხვევაში, არ დავიშურებთ ძალისხმევას თქვენს გამოსაჯანმრთელებლად. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს – კეთილდღეობა და აღმავლობა“, – აცხადებს რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

ერდოღანის წერილს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close