პოლიტიკა

თუ უნდათ, რომ ნავალნივით დამაპატიმრონ, მე არ მეშინია – მიხეილ სააკაშვილი

“თუ უნდათ, რომ ნავალნივით დამაპატიმრონ, მე არ მეშინია” – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსულ არხს Дождь-ს განუცხადა.

“ჩვენ ვკარგავთ ქვეყანას, რომელიც სუპერ წარმატებულად ითვლებოდა და რომლის რეფორმების შესახებ დღესაც მონოგრაფებსა და დისერტაციებს წერენ. ამის მაგივრად, ჩვენ უეცრად შუასაუკუნეების ფეოდალური ოლიგარქატი მივიღეთ,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

რაც შეეხება ენმ-ს თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლებას, მიხეილ სააკაშვილმა რუსულ არხს განუცხადა, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, რომელიც ადასტურებს, რომ მელიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close