პოლიტიკა

თუ “ნაცმოძრაობა” დაიშლება და არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, სააკაშვილს თავდებში ჩვენც დავუდგებით – იაგო ხვიჩია

თუ “ნაციონალური მოძრაობა” გადაწყვეტს, რომ დაიშალოს და შემდეგ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მათ ინიციატივებს, რომელიც მიმართული იქნება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ თუ გათავისუფლებისკენ,- ასე გამოეხმაურა იაგო ხვიჩია “ნაცმოძრაობას” თავდებში დაუდგეს სააკაშვილს, რათა ის საზღვარგარეთ სამკურნალოდ იქნას გადაყვანილი.

ხვიჩიას მოსაზრებით, ნაცმოძრაობის განაცხადი: “ჩვენ თავდებში ვდგებით, რომ არ გავიქცევით”, არ არის სერიოზული. საჭიროა “ქართულ ოცნებას” “ნაციონალურმა მოძრაობამ” შესთავაზოს ისეთი რამ, რაზეც მმართველი პარტია უარს ვერ იტყვის.  სხვა შემთხვევაში ამ ინიციატივას არასერიოზულია და “გირჩი” “საცირკო წარმოდგენაში, რომელსაც შინაარსი არ ექნება”,  მონაწილეობას არ მიიღებს.

„გააჩნია, როგორ მოამზადებ ინიციატივას და გარემოს, რომ ადამიანებს მისი მხარდაჭერა მოუნდეთ. ჩვენ გვესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები არც აქამდე იქნებოდნენ წინააღმდეგი თავდებში ჩადგომოდნენ მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ არის გათავისუფლების გზა. თუმცა, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ სერიოზულად შეხედავს მისი გათავისუფლების საკითხს, გადაწყვეტს, რომ დაიშალოს და შემდეგ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ამ კანოპროექტს და სხვა ინიციატივებსაც, რომელიც მიმართული იქნება მისი საზღვარგარეთ გადაყვანისკენ თუ გათავისუფლებისკენ”, – განაცხადა ხვიჩიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close