მსოფლიო

თურქეთში ხანძარმა ტურისტულ ზონამდე მიაღწია – პოპულარულ კურორტებს ტურისტები ტოვებენ

6 დაღუპული და 200 დაშავებული – მეზობელი თურქეთი მაშტაბურ ხანძრებს ებრძვის. მთავრობამ ათობით სოფელში ევაკუაცია გამოაცხადა. სტიქია სამ ყველაზე პოპულარულ საკურორტო ზონას, ანტალიას, მარმარისა და ბოდრუმს მიუახლოვდა.

ამ დროისთვის ხანძრის ქრობის სამუშაოებში 38 ვერტმფრენი, 600-ზე მეტი სახანძრო მანქანა და 4 ათასი მაშველი მონაწილეობს.

ცეცხლის სალიკვიდაციო პროცესში თურქეთს დახმარება აზერბაიჯანმა, უკრაინამ და საბერძნეთმა შესთავაზა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთის მთავრობას და თურქ ხალხს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეების გამო სამძიმარს უცხადებს.

„ჩვენი ღრმა სამძიმარი თურქეთის ხალხსა და მთავრობას თურქეთის სამხრეთ ნაწილში გამანადგურებელი ხანძრის შედეგად ადამიანების გარდაცვალების გამო. ჩვენ ფიქრითა და ლოცვით თქვენთან ვართ ამ მწუხარების დროს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ტვიტერის გვერდზე გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close