მსოფლიო

თურქეთი აშშ-ის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებაზე პასუხს გასცემს – იბრაჰიმ კალინი

ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებაზე თურქეთი პასუხს გასცემს, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერთან“ საუბარში თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, იბრაჰიმ კალინმა განაცხადა.

„იქნება რეაქცია სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა დონზე, უახლოეს დღეებში და უახლოეს თვეებშიც“, – განაცხადა კალინმა.

„როიტერის“ ინფორმაციით, თურქეთის ერთ-ერთი პასუხი შესაძლოა, იყოს აშშ-ისთვის ინჯირლიკის ავიაბაზასთან წვდომის დაბლოკვა.

ამასთან ცნობილია, რომ ამ საკითხზე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 26 აპრილს დაგეგმილ მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ ისაუბრებს.

თურქეთის ხელისუფლება აღიარებს, რომ ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები ბევრი სომეხი პირველი მსოფლიო ომის პერიოდში მოკლეს, თუმცა უარყოფს, რომ ეს მკვლელობა სისტემატური იყო და გენოციდს წარმოადგენს.

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა მკვლელობის გენოციდად დახასიათება „თურქეთ-აშშ-ის თანამშრომლობის ყველა სფეროზე აისახება“. მისივე განცხადებით, ამ საკითხზე სპეციალურ განცხადებას მიიღებს თურქეთის პარლამენტიც.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მკვლელობას გენოციდი 24 აპრილს უწოდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close