საზოგადოება

თვითმფრინავში, რომელმაც თბილისი-კიევის რეისი შეასრულა, ბომბს ეძებენ

უკრაინაში ბორისპოლის აეროპორტში თვითმფრინავში, რომელმაც თბილისი-კიევის რეისი შეასრულა, სამართალდამცავები ბომბს ეძებენ.

უკრაინული მედიის ცნობით, უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა თვითმფრინავიდან ადამიანები 5-5 კაციან ჯგუფებად გამოიყვანეს და თითოეულ მათგანს ძაღლის მეშვეობით ამოწმებდნენ.

თბილისი-კიევის რეისის მგზავრთა პირველი ნაწილი, რომელთა მიმართაც უსაფრთხოების ზომები უკვე გატარებულია,  ბორისპოლის აეროპორტის შენობაში გადაიყვანეს.

არაოფიციალური ინფორმაციით, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს.

რუსთავი 2

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close