Sliderსაზოგადოება

თეა თუთბერიძე მეგის ქარდავას დაკავებას აპროტესტებს – “დაელოდეთ მორიგ საცირკო სანახაობას, უახლოეს დღეებში, საარჩევნოდ!”

“როგორც ჩანს უკრაინაში სამართლებრივი მდგომარეობის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის მხრივ მდგომარეობა იმაზე რთულია ვიდრე ვფიქრობდი.

უკრაინა ფეხებზე იკიდებს იმ ფაქტს რომ მეგის ქარდავას მიმართული აქვს თავშესაფრის მოთხოვნით უკრაინის სახელმწიფოსთვის. საემიგრაციო სამსახურმა, იმის გამო რომ ზელენსკისა და ღარიბაშვილს შორის გარიგებაა შემდგარი, არ გაუგრძელა ლეგალურად ცხოვრების უფლება ქარდავას სამი თვის წინ. საემიგრაციოს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება მოხდა სასამართლოში. სასამართლოს საქმის განხილვა ჯერ არც დაუწყია და არც უარი არ არის მიღებული თავშესაფრის მოთხოვნაზე ისე მიიღო იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვეტილება ქარდავას ექსტადირებაზე.

ქარდავას ადვოკატი დარწმუნებული იყო რომ სასამართლო იუსტიციის სამინისტროს ამ უკანონო გადაწყვეტილებას ექსტრადიციაზე გააუქმებდა, რაც ბუნებრივია არ მოხდა, რადგან პოლიტიკური გარიგებაა შემდგარი!
ადვოკატმა სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილება გაასაჩივრა ზემდგომ ინსტანციაში. პროცესი ჩანიშნული იყო 26 აგვისტოს მაგრამ გადაიდო ქარდავას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 13 სექტემბერს, რადგან ქარდავას საავადმყოფოში მოუწია დაწოლა. უკრაინის პოლიცია და პროკურატურა ამის გამო ჩავარდა ისტერიკაში, ისინი სახლში მიუვარდნენ ქარდავას და როცა აღმოაჩინეს რომ ის ნამდვილად საავადმყოფოში იწვა, მივარდნენ საავადმყოფოში, შეუვარდნენ პალატაში, ატეხეს მტელი ამბები და ექიმი საბოლოოდ გახადეს იძულებული შეეწყვიტა მკურნალობა და ქარდავა გაეწერა საავადმყოფოდან. სანამ საავადმყოფო გაწერდა ქარდავას, ის დღეები საავადმყოფოსთან იყო მობილიზებული პოლიცია. გამოწერეს თუ არა და აიყვანეს ისე რომ 13 სექტემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს არ დაელოდნენ.

ასე რომ ღრუზინებო დაელოდეთ მორიგ საცირკო სანახაობას უახლოეს დღეებში საარჩევნოდ!

ზელენსკი თითქოსდა რუსებს ებრძვის და ამ დროს რუსული სპეცსამსახურების დაკვეთით დევნილ ადამიანის გადასცემას აწერს ხელს რუსების მიერ ხელდასმული ხელისუფლებისთვის საქართველოში! საღოლ!” – წერს თეა თითბერიძე “ფეისბუქში”.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close