საზოგადოება

თბლისის მერია მეტეხის ხიდის მეორე ნაწილის განახლების სამუშაოს იწყებს

ამ პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი დაიგება, ტროტუარები მთლიანად განახლდება, ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდება, ფასადები, თაღები გამაგრდება, ხოლო მოაჯირები იერსახის შეუცვლელად რეაბილიტირდება და შენარჩუნდება - კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, მეტეხის ხიდის რეაბილიტაციის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეიდან ხიდის მეორე ნახევრის განახლება იწყება, რის გამოც, მასზე საავტომობილო მოძრაობის მიმართულება შეიცვლება.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ დაწყებული გვაქვს მეტეხის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები და მინდა, საზოგადოებას ამ პროექტთან დაკავშირებით, დეტალები მივაწოდო. ხიდის ნაწილი, ნახევარი მონაკვეთი ჩაკეტილი იყო, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარეობდა. დღეს უკვე ვიწყებთ ხიდის მეორე ნაწილის განახლების სამუშაოს – ის ნაწილი, რომელიც დაკეტილი იყო, ავტომობილებისთვის გაიხსნება, ანუ მოძრაობა შესაძლებელი იქნება და გადავდივართ მეორე მხარეს, სადაც ანალოგიური სამუშაოს განხორციელებას ვიწყებთ. ამ პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი დაიგება, ტროტუარები მთლიანად განახლდება, ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდება, ფასადები, თაღები გამაგრდება, ხოლო მოაჯირები იერსახის შეუცვლელად რეაბილიტირდება და შენარჩუნდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close