საზოგადოება

თბილისში, მომავალ წელს 200 ერთეული ავტობუსი შემოვა – კალაძე

რატომ დადიან ავტობუსები დაგვიანებით? - ეს ხდება საცობების გამო

რატომ დადიან ავტობუსები დაგვიანებით? – ეს ხდება საცობების გამო. ამიტომ არის ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები იმისკენ, რომ ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს, პროექტების მიხედვით გავაჩინოთ საავტობუსე ზოლები , – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტმა 180 ერთეული ავტობუსი შეიძინა. მისივე თქმით, თბილისში, მომავალ წელს დამატებით 200 ერთეული ავტობუსი შემოვა.

„რაც შეეხება დაგვიანებას, ეს ხდება საცობების გამო. ამიტომ არის ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები იმისკენ, რომ ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს, პროექტების მიხედვით გავაჩინოთ საავტობუსე ზოლები. ეს რამდენიმე ქუჩაზეა, რაც არ არის საკმარისი, ეს უნდა მოხდეს მთელი ქალაქის მასშტაბით. ცხადია, ყველგან ვერ გაკეთდება, რადგან ყველა ქუჩას სჭირდება კვლევა და ამის შედეგად ხდება გადაწყვეტილებების მიღება სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ყველაზე სწრაფი და კომფორტული“, – განაცხადა კალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close