სამართალი

თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ტურისტი, 31 წლის შანაი ბრუკი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ავრცელებს.

ავსტრალიის მოქალაქე ბოლოს მეგობრებმა 30 ივლისს ნახეს. მას სამართალდამცველები ეძებდნენ.

გაუჩინარებული ტურისტის მეგობრები აცხადებდნენ, რომ პოლიციამ მისი ტელეფონი მთაწმინდის ტერიტორიაზე იპოვა. ამასთან, შანაე ბრუკის მეგობრები ვარაუდობდნენ, რომ მას თავს დაესხნენ.

ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა შანაი ბრუკის გარდაცვალების მიზეზი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close