საზოგადოება

თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ფაქტის დადგომისთანავე,  მერიამ ყველა იმ წესისა და რეკომენდაციის გათვალისწინებით იმოქმედა, რაც ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ არის მოწოდებული. მათივე ინფორმაციით, სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდა თბილისის მერიის შენობა, თვითიზოლაციაში იმყოფებიან სავარაუდო კონტაქტში მყოფი თანამშრომლები და მათ უტარდებათ ტესტირება.

„უნდა აღინიშნოს, რომ ამ პიროვნებას ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, თანამშრომლებთან და მოქალაქეებთან კონტაქტი არ ჰქონია, რადგან დისტანციურ რეჟიმში მუშაობდა. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერია პროტოკოლით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებსაც გაატარებს“,- აცხადებენ მერიაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close