პოლიტიკა

თამარ კორძაიამ მანდატის შეწყვეტის საკონსტიტუციო სარჩელზე უარი თქვა

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ დეპუტატის მანდატის შეწყვეტის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელზე უარი თქვა. აღნიშნული შუამდგომლობით მან სასამართლოს დღეს, 10 ივნისის მიმდინარე სხდომაზე მიმართა.

“ერთი სიტყვით, ნება შეიცვალა არშესვლასთან დაკავშირებით, რის გამოც უარს ვამბობ სარჩელზე და გთხოვთ, შეწყვიტოთ წარმოება”,-განაცხადა დეპუტატმა თამარ კორძაიამ  დეპუტატის მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის სხდომაზე.

“მე 31 მაისს მოვაწერე ხელი და ეს ხელმოწერა ნიშნავს, რომ უნდა შევიდე პარლამენტში და ვიმუშაო. ეს გარემოებები მაიძულებს, არ ვიყო დესტრუქციული, არ ვიყო არაკონსტრუქციული ჩემს კოლეგებთან მიმართებით და ის პასუხისმგებლობა, რაც ავიღეთ, მავალდებულებს, ვიმუშაო პარლამენტში”, – აღნიშნა კორძაიამ.

შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნების” უმრავლესობამ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე არ დააკმაყოფილა. დეპუტატებმა: ზურაბ ჯაფარიძემ, ელენე ხოშტარიამ და თამარ კორძაიამ პარლამენტის შესაბამისი დადგენილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

მომჩივან პირებს სარჩელის უკან გატანა შეუძლიათ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close