მსოფლიო

“თალიბანმა” სატელევიზიო სერიალებში ქალების მონაწილეობა აკრძალა

„თალიბანმა“ გამოსცა ახალი წესები, რომლებიც სატელევიზიო სერიალებში ქალების მონაწილეობას კრძალავენ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, გარდა სატელევიზიო სერიალებში მონაწილეობის აკრძალვისა, ქალ ჟურნალისტებსა და სატელევიზიო წამყვანებს ეთერის დროს თავსაბურავის ტარება მოეთხოვებათ.

„თალიბანმა“ სატელევიზიო სივრცისთვის სულ რვა ახალი წესი გამოსცა. მათ შორის არის ისეთი ფილმების აკრძალვა, რომლებიც ისლამურ კანონებს და ავღანეთის ღირებულებებს ეწინააღმდეგება. გარდა ამისა, აიკრძალა ისეთი კომედიური და გასართობი გადაცემების ჩვენება, რომელიც ავღანელებისთვის შეურაცხმყოფელი იქნება.

ადგილობრივი ჟურნალისტების განცხადებით, გამოცემული წესების უმეტესობა არაპრაქტიკულია და სატელევიზიო კომპანიები დახურვის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიან.

ცოტა ხნის წინ, „თალიბანის“ ხელმძღვანელობამ გოგონებს სკოლაში სიარული აუკრძალა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდა, რითაც მედიის თქმით, მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა გახდა, რომელიც საკუთარი მოსახლეობის ნახევარს განათლების მიღების საშუალებას არ აძლევს. ამასთან, რამდენიმე დღის წინ, ქაბულის მერმა ავღანელ ქალებს სამსახურის მიტოვებისკენ და სახლში დარჩენისკენ მოუწოდა, თუ ოჯახში მყოფ მამაკაცს არ შეუძლია საოჯახო საქმის კეთება.

„თალიბანის“ განცხადებით, მათ მიერ შემოღებული წესები დროებითია და სასწავლო დაწესებულებებში და სამსახურში ქალთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close