სამართალი

თავის დაზღვევის მიზნით სააკაშვილი 15 წუთი საბარგულში იყო – ელგუჯა ცომაია

ფოთში რომ ჩამოვედით, შემეძლო, კაბინაშიც დამეტოვებინა სააკაშვილი, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით ვთხოვე, რომ 15 წუთი უნდა ყოფილიყო საბარგულში, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ელგუჯა ცომაიამ განაცხადა.

„უკრაინაში, გემზე როცა ავედით, ავიღე ცალკე ოთახი. წამოვიყვანე სააკაშვილი და ერთად ვიყავით ორი დღის განმავლობაში. 27-ში დილით წამოვედით და ჩამოვედით ფოთში. მანქანის კარებზე, სადაც ლუქი ადევს, ისე გავაკეთე ჭანჭიკი, რომ მებაჟეებს არ ენახათ ლუქის დაზიანება. ფოთში რომ ჩამოვედით, ვნერვიულობდი, შემეძლო, კაბინაშიც დამეტოვებინა სააკაშვილი, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით ვთხოვე, რომ 15 წუთით უნდა ყოფილიყო შიგნით, საბარგულში. შავი სპორტულები ეცვა, ბოტასი, ქუდი ეხურა და პირბადე ეკეთა. როგორც კი ჩამოვედით გემიდან, მესაზღვრეებმა დაათვალიერეს ჩემი მანქანა და დაადეს თავიანთი ლუქი. სკანირებაზე რომ გაუშვეს მანქანა, შემეშინდა, ასე არ ეპოვათ სააკაშვილი და მოვიფიქრე, ერთ ადგილას, სადაც შუქი არ იყო, ჩამომესვა და კაბინაში გადმომეყვანა. ასე დავტოვეთ პორტი. როცა მითხრეს, რომ მანქანა შემოწმებაზე მიდიოდა და დავურეკე ზურა წოწორიას. პორტის გასასვლელში მოვიდა ზურა წოწორია თავის შვილთან ერთად. სააკაშვილი ჩავუსვი წოწორიას მანქანაში, უკან. მანქანა შევიყვანე პორტში, სადღაც 40 წუთის მერე გამოვედი და ვთხოვე წოწორიებს აბაშაში, ჩემს სახლში წასვლა“, – განაცხადა ელგუჯა ცომაიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close