საზოგადოება

“თავზარდამცემი ამბავი – კოვიდმა ცნობილი მუსიკოსი და მისი მეუღლე შეიწირა …”

ცნობილი სოპრანო თამარ ივერი წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი გოგი ბე­რი­ძე და მისი მეუღ­ლე კორონავირუსით გარ­და­იც­ვალ­ნენ.

,,რა თავზარდამცემი ინფორმაციაა ოპერის და კონსერვატორიის მუსიკალური წრეებისთვის. კორონავირუსით ერთმანეთის მიყოლებით, ნახევარი საათის შუალედით გარდაიცვალნენ ქართული ორკესტრის ლეგენდარული ამაგდარი მუსიკოსი გოგი ბერიძე და მისი მეუღლე. ძალიან განვიცდი. ეს ადამიანი უდიდესი დანაკლისია საქართველოს ინსტრუმენტული სფეროსი.

მამას საყვარელი კოლეგა, შესანიშნავი ადამიანი და დიდი პროფესიონალი. ორმაგად მტკივნეულია რომ ვერავინ ვერ შეძლებს ასეთი ამაგდარი ადამიანის და მისი მეუღლის ბოლო გზაზე გაცილებას.

თავს გაუფრთხილდით მეგობრებო!! საფრთხე რეალურია”, – წერს თამარ ივერი სოციალურ ქსელში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close