სამართალი

ზუგდიდში მაღაზიიდან ნისიების რვეული მოიპარეს

ზუგდიდში, ბერიას ქუჩის ბოლოს მდებარე მაღაზია გატეხეს და ნისიების რვეული მოიპარეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. მაღაზიის მფლობელის თქმით, ნისიების რვეულის გარდა, მხოლოდ ერთი ცალი “საოჯახო ნაყინი” წაიღეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ეს აღნიშნული მაღაზიის გაქურდვის პირველი შემთხვევა არ არის.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close