რეგიონები

ზუგდიდში კორონავირუსის სამი შემთხვევა გამოვლინდა

ზუგდიდში, კორონავირუსის კიდევ 3 შემთხვევა გამოვლინდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ინფიცირებულები არიან სატვირთო ავტომობილის მძღოლის ოჯახის წევრები – დედა და 2 შვილი. მას შემდეგ რაც ახალგაზრდა კაცს კორონავირუსი დაუდასტურდა, სამივე მათგანი კარანტინში იმყოფებოდა.

რაც შეეხება კონტაქტებს, მათი ნაწილი შესწავლილია და ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება. ახალგაზრდა კაცს კორონავირუსი 15 მაისს დაუდასტურდა. პაციენტი მაღალი ტემპერატურითა და ორმხრივი პნევმონიით რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.

საქართველოში კორონავირუსი 683ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 419 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close