Slider

ზვიადი იძახდა, ის ზვიადი, შენ რომ კავკასიელ ჰუსეინს უწოდებდი… – გიორგი გამსახურდია სააკაშვილის შესახებ

რუსული ხუნტის ნარატივის თანახმად, ზვიადმა, კანონიერმა პრეზიდენტმა, უკანონოდ გადმოლახა საზღვარი. როგორც ჩემი საყვარელი კახელები იტყვიან, სად ერეკლეო..

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ პროცესს ეხმიანება, სადაც ექსპრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიაზეც ისაუბრა.

„არ გამკვირვებია მიშასგან ეს მონაროში, კაცი ხუნტის წარმომადგენელი იყო კიევში, ეგრე წარუდგინა თავი ჟურნალისტს, მარია გრაჩიკს და შესაბამისად, რუსული ხუნტის ნარატივის თანახმად, ზვიადმა, კანონიერმა პრეზიდენტმა, უკანონოდ გადმოლახა საზღვარი. როგორც ჩემი საყვარელი კახელები იტყვიან, სად ერეკლეო..

P.S. ისე ჩამოყალიბდი, ყაზახი პოლიტიკოსი ხარ, უკრაინელი თუ ქართველი. ზვიადი იძახდა, ის ზვიადი, შენ რომ კავკასიელ ჰუსეინს უწოდებდი, რომ ვინც ეცდება სადმე გადაკეთდესო, იქაური ვერ გახდება და ქართველობასაც დაკარგავსო. ცნობისათვის, ისე რომ იცოდე…“, – წერს გიორგი გამსახურდია Twitter-ზე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close