პოლიტიკა

ვფიქრობ, რაც უფრო მეტ ყურადღებას მივიღებთ, მით უფრო მტკიცედ წავიწევთ წინ – პრეზიდენტი Foreign Policy-სთან ინტერვიუში

ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი მიმართულებით მივდივართ, ნებისმიერი, ვინც საქართველოში ჩამოდის, საქართველოს არადემოკრატიულ ქვეყნად არ აღიქვამს, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Foreign Policy-სთან ინტერვიუში.

„ვფიქრობ, რომ, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, საქართველოში არის პრობლემები. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს, მაგალითად, უკიდურესად თავისუფალი მედია. ჩვენ გვაქვს სასამართლო სისტემის რეფორმის პრობლემა, რომელიც წინ არ მიიწევს ისე სწრაფად, როგორც მე ვისურვებდი და როგორც ველოდით, მაგრამ ეს არ არის უკუსვლა. ის არ მიდის წინ ისე სწრაფად, როგორც საჭიროა. მე ვფიქრობ, რომ ევროინტეგრაციისკენ მიმავალი ახალი გზა ძალიან მისასალმებელია, რადგან ეს უფრო პირდაპირი გზაა და გვაიძულებს გავაკეთოთ გარკვეული რამ, რაც მეტი ენერგიით უნდა გავაკეთოთ. ასე რომ, მე ოპტიმისტი ვარ. ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი მიმართულებით მივდივართ. ნებისმიერი, ვინც საქართველოში ჩამოდის, საქართველოს არადემოკრატიულ ქვეყნად არ აღიქვამს. ვფიქრობ, რაც უფრო მეტ ყურადღებას მივიღებთ, მით უფრო მტკიცედ წავიწევთ წინ ამ მიმართულებით“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close