საზოგადოება

„ვუსურვებ საქართველოს, რომ მეტი ასეთი ახალგაზრდა ექიმი ჰყავდეს“ – გიორგი ფხაკაძე გიორგი ღოღობერიძის შესახებ წერს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე „პრაიმშოუს“ ეთერში გიორგი ღოღობერიძის კრიტიკას გამოეხმაურა:

„სრულიად ვეთანხმები ჩემს კოლეგას! ახალგაზრდა კოლეგები – ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი! მე ვუსურვებ ჩემს კოლეგას გიორგი ღოღობერიძე წარმატებას !!!

რამდენიმე ვიდეო მაქვს ნანახი და საკმაოდ საინტერესოდ უხსნის მოსახლეობას სამედიცინო შემთხვევებს და რაც მე ვნახე, სუბორდინაცია (რაც მედიცინაში არის მნიშვნელოვანი) ჰქონდა დაცული და პირველი წყაროები (მტკიცებულებითი მედიცინაზე დგას თანამედროვე მედიცინა) აქვს მითითებული/ნახსენები.

ვუსურვებ საქართველოს, რომ უფრო მეტი ასეთი ახალგაზრდა კოლეგა ჰყავდეს მედიცინის სხვადასხვა დარგში.

თანამედროვე მედიცინა დგას: უწყვეტ სამედიცინო განათლებაზე; მუდმივი ხარისხის გაუმჯობესებაზე; დამოუკიდებელ სამედიცინო აკრედიტაციაზე“, – წერს ფხაკაძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close