საზოგადოება

ვმუშაობთ, რათა გარდაცვალების შემთხვევები მინიმუმამდე შემცირდეს – თამარ გაბუნია

სტატისტიკური მაჩვენებელი კვლავაც საყურადღებოა. ახალი შემთხვევების რაოდენობა მაღალი რჩება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა განსაკუთრებულად მუშაობს, რათა გარდაცვალების შემთხვევები მინიმუმამდე შემცირდეს.

„სტატისტიკური მაჩვენებელი კვლავაც საყურადღებოა. ახალი შემთხვევების რაოდენობა მაღალი რჩება. აჭარაში გვაქვს გარკვეული მერყეობა, რაც შემთხვევების აქტიურ გავრცელებაზე მიუთითებს.

საყურადღებოა ასევე, გარდაცვალების შემთხვევები, დღეს ქვეყანაში ყველაზე მაღალი იყო, რაც აქამდე დაფიქსირებულა. აჭარაში გარდაცვალების რვა შემთხვევა დაფიქსირდა, მათი უმრავლესობა მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში. რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევა საყურადღებო და სამწუხაროა. ამ მიმართულებით განსაკუთრებულად ვმუშაობთ, რათა გარდაცვალების შემთხვევები მინიმუმამდე შემცირდეს როგორც აჭარაში, ისე ყველგან“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close