Slider

„ვისაც დეგენერატულ-ავადმყოფური იდეები გკლავთ, რომ დედა და მამა მოვიხსენიოთ, როგორც მშობელი1 და მშობელი2..“

ყოფილი პარლამენტარი, ოთარ ჩრდილელი, სოციალური ქსელით, გაზეთ “ვაშინგტონ თაიმსის” წერილს ეხმაურება და წერს:

“ამერიკა,

სამწუხაროდ ეს ქვეყანა, ნეო-ლიბერალიზმის ჭაობში ნებსით თუ უნებლიეთ იძირება:

პრეზიდენტ ტრამპის დაუძინებელმა მტერმა, წარმომადგენლობითი პალატის ხელმძღვანელმა ნენსი პელოსიმ წინადადება შემოიტანა, რომ:

შეიქმნას კომიტეტი სადაც ყველა გენდერულ იდენტობას სცემენ პატივს, შეიცვლება ოჯახის წევრებისადმი მიმართვის ფორმაც მამაკაცი, ქალი, გოგო, ბიჭი, ბიძა, დეიდა-იწოდებოდეს, როგორც ,,მშობელი, ბავშვი,,

ასევე უნდა გამოიყენებოდეს სიტყვა Sibling რომელშიც ძმაც იგულისხმება და დაც, სქესის აღნიშვნის გარეშე

დედინაცვალი, მამინაცვალი, შეძენილი მშობლები შესაბამისად – stepmother, stepfather, stepparent…

ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის ერქმევა:

დედას – დედა!

კაცს – კაცი!

ვისაც დეგენერატულ-ავადმყოფური იდეები გკლავთ, რომ დედა და მამა მოვიხსენიოთ, როგორც: მორალურად დეგრადირებულებს უნდათ – მშობელი1 და მშობელი2 – უმორჩილესად გთხოვთ, თქვენით დატოვოთ ჩემი სამეგობრო.

მე ვიყო ცუდი, ბნელი, უწიგნური, “ღრუზინი” და მაგ ლოღიკით თქვენ იყავით: ნათელი, მწიგნობარ-ლიბერალნი ოღონდ ჩემს სივრცეს არ გაეკაროთ

საერთოდ სხვადასხვა მხარეს ვართ: მე და ეს ფსევდო-ლიბერალიზმი…” – წერს ოთარ ჩრდილელი.

წყარო

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close