მსოფლიო

ვირჯინიელმა ქალმა დაბადების დღეზე მილიონი დოლარი მოიგო

ვირჯინიის შტატის ქალაქ ფერფაქსში მცხოვრებმა ქალმა დაბადების დღეზე მილიონი დოლარი მოიგო. ინფორმაციას UPI ავრცელებს.

პანდემიის დაწყებამდე ბუ სოკჰომმა (Bou Sokhom) ლატარიაში 2000 დოლარი მოიგო და გადაწყვიტა, რომ ბილეთების შეძენა გაეგრძელებინა. დაბადების დღეს ქმარმა ჰკითხა, რომელი ლატარიის ბილეთს ისურვებდა საჩუქრად და ქალმა გადაწყვიტა ბედი კიდევ ერთხელ ეცადა.

სოკჰომმა ქმარს თხოვა მისთვის 30 დოლარიანი ლატარიის ბილეთი ეჩუქებინა, რომელმაც რამდენიმე დღეში მილიონდოლარიანი მოგება მოუტანა.

ქალი დარწმუნებულია, რომ ჯეკპოტი მისი პოზიტიური აზროვნების შედეგია. ის აპირებს მოგებული ფულით ავტომობილის კრედიტი დაფაროს, სტომატოლოგის მომსახურეობის საფასური გადაიხადოს და 6 შვილიშვილზე იზრუნოს.

იღბლიანი გამარჯვებული დარწმუნებულია, რომ ამჯერად ლატარია Mega Millions-ის ჯეკპოტს მოიგებს.

„პროგრესნიუსი“

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close