სხვადასხვა

ვირუსები გვიტევენ – როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი ზამთრის სეზონისთვის?

ისევე როგორც ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს, ადამიანსაც სჭირდება ზამთრის ფაზაში წარმატებული გადასვლა. თუ გსურთ, რომ ყველა გაციებას, გრიპს თუ მიკრობს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოერიოთ დაიწყეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე ზრუნვა.

გთავაზობთ საუკუნეების განმავლობაში გამოცდილ ხალხურ საშუალებებს იმუნიტეტის ასამაღლებლად.

ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ 300 გ ნიგოზი, 300 გ ხმელი გარგარი, 300 გ ქიშმიში და 3 ლიმონი ქერქიანად და დაუმატეთ 1 ჭიქა თაფლი. მიიღეთ დღეში 1 ს. კ. (მოზრდილებში) და 1 ჩ. კ. (ბავშვებში) დღეში ერთხელ უზმოზე, ჭამამდე ერთი საათით ადრე. მისი მიღება შესაძლებელია ღამითაც.

ერთმანეთს შეურიეთ 100 გ ნიგოზი, 100 გ კანიანად გახეხილი ვაშლი, 2 ლიმონის წვენი, 1 ს. კ. თაფლი. მიიღეთ 1 ს. კ. (მოზრდილებში) და 1 ჩ. კ. (ბავშვებში) 2-3 ჯერ დღეში ჭამის წინ. შეინახეთ მაცივარში.

აიღეთ 300 გ შტოშის ჩირი, 1 ჩ. ჭ. ნიგოზი და კანიანად დაჭრილი 2-3 მწვანე ვაშლი. დაუმატეთ 0,5 ჭიქა წყალი და შაქარი გემოვნებით, მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე ადუღებამდე. დააბლენდერეთ და ჩაასხით ქილებში. მიიღეთ 1 ს. კ. დილა-საღამოს ჩაისთან ერთად.

იმუნური სისტემისთვის შესანიშნავი დამხმარეა ასკილი. მისი ნაყოფი გამოიყენება ავიტამინოზის საწინააღმდეგოდ (როგორც ვიტამინების დანაკლისის შემავსებელი), ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისთვის, აგრეთვე, იყენებენ, როგორც შარდმდენ, ნაღველმდენ, ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობების სამკურნალო საშუალებას. ნაყენის რეცეპტი: 8 ს. კ. ხმელ ნაყოფს დაასხით 4 ჭიქა მდუღარე წყალი, დაუმატეთ 4 ს. კ. შაქარი და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში. დააყენთ 4 საათის განმავლობაში, შემდეგ გაწურეთ და ბოთლში გადაასხით. მიიღეთ 100 მლ დღეში ერთხელ ჭამის შემდეგ.

2-3 თავი საშუალო ზომის ხახვი წვრილად დაჭერით და 200 გ შაქარს შეურიეთ. დაამატეთ 0,5 ლ წყალი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე მინიმუმ საათნახევრის განმავლობაში. როდესაც მასა გაცივდება, დაუმატეთ მას 2 ს. კ. თაფლი, გაწურეთ და მინის ჭურჭელში გადაასხით. მიიღეთ 1 ს. კ. 3-5-ჯერ დღეში. ეს ნარევი გამოიყენება არა მხოლოდ იმუნიტეტის გასაძლიერებლად, არამედ გაციებისა და სურდოს პროფილაქტიკისთვისაც.

ამასთან ერთად, ივარჯიშეთ რეგულარულად, რადგან ფიზიკური დატვირთვა დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. მრავალრიცხოვანი კვლევები ადასტურებენ, რომ ის, ვინც პასიური ცხოვრების წესს მისდევს, უფრო მეტადაა მიდრეკილი ინფექციური დაავადებებისკენ. ჯანმრთელობას გისურვებთ.

Как повысить иммунитет взрослому человеку: быстро и качественно

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close