მსოფლიო

ვინ მიიღებს დიეგო მარადონას მემკვიდრეობას და დარჩა თუ არა ფეხბურთელს ქონება?

ის არ იყო წმინდანი, მაგრამ ღმერთს უწოდებდნენ. მისთვის ლოცულობდნენ, სადაც კი საფეხბურთო მოედანზე ფეხს ადგამდა. ბუენოს-აირესი, ბარსელონა, ნეაპოლი … ის სტადიონებზე სასწაულებს ახდენდა, თავისი გოლებით ადამიანებს აგიჟებდა. და ღმერთი აღარ არსებობს, ის 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის სამშობლოში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა, რაც მხოლოდ დიდი ეროვნული მოღვაწის გარდაცვალების შემთხვევაში ხდება. ადამიანები პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელს ემშვიდობებიან.

В 80-х Марадона был одним из самых оплачиваемых спортсменов мира.

დიეგო მარადონა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, მაგრამ გარდაცვალების შემდეგ ქონება თითქმის არ დარჩა. ზოგი მედიასაშუალების ვერსიით,  ფეხბურთის მეფის ქონება 500 ათასი დოლარად შეფასდა, სხვები უფრო მცირე თანხას ასახელებენ, მაგრამ ყველა თანხმდება, რომ მარადონამ მთელი თავისი ფული დიდი ხნის წინ დახარჯა.

за годы скандалов, разбирательство с внебрачными детьми и алиментами, неприятностей с полицией, штрафами за употребление наркотиков и прочие правонарушения, состояние Марадоны стало таять.

1980-იან წლებში მარადონა იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი მსოფლიოში. ბარსელონამ ის 7 მილიონ დოლარად იყიდა და ეს იმ დროისთვის ყველაზე დიდი სატრანსფერო გარიგება იყო. ამის შემდეგ არგენტინელში იტალიურმა ნაპოლიმ გადაიხადა რეკორდული თანხა – 10,5 მილიონი. თავად დიეგო კი არა მხოლოდ კარგ ხელფასს იღებდა, არამედ მომგებიან კონტრაქტებსაც აფორმებდა ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა კოკა კოლა და პუმა.

სად გაქრა ფული

წლების განმავლობაში მომხდარი სკანდალების, არაღიარებულ შვილებთან და ალიმენტებთან დაკავშირებული სასამართლო პროცესების, პოლიციასთან პრობლემების, ნარკოტიკების მოხმარების გამო დაწესებული ჯარიმებისა და სხვა კანონდარღვევების წყალობით მარადონას ქონება ნელ ნელა მცირდებოდა. ამას იტალიის საგადასახადო სამსახურის გამანადგურებელი დარტყმა მოჰყვა, რომელმაც მარადონას  1984 – 1991 წლებში გადასახადების თავიდან აცილებისთვის ასტრონომიული თანხის – 42 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.

Аргентинский футболист Диего Марадона на церемонии жеребьевки группового этапа чемпионата мира по футболу 2018 года в Государственном Кремлевском дворце.

ასე რომ, მარადონასთვის ბოლო ათი წელი საგადასახადო ორგანოებთან დაუსრულებელი სასამართლო პროცესების ეპოქად იქცა. ფეხბურთელის  იურისტები ამტკიცებდნენ, რომ ყველაფერი 2003 წელს გადაიხადეს და ზოგადად, გადასახადები კლუბის გადასახდელია და არა ფეხბურთელის.  ზოგჯერ იტალიის პოლიცია უკიდურეს ზომებსაც კი მიმართავდა. მაგალითად, მარადონას ხელიდან საათი და ყურიდან ბრილიანტის საყურეც კი  მოხსნეს, რომელიც შემდეგ 25 ათას ევროდ გაიყიდა.

რა შემოსავალი ჰქონდა არგენტინელს ბოლო წლებში?

ბოლო წლებში დიეგო მარადონას შემოსავალს შეადგენდნენ ხელფასები, სარეკლამო კონტრაქტები და ჰონორარები სხვადასხვა აქტიურობისთვის. ყველაფერი ერთად შეფასებული იყო თვეში 100-150 ათასი დოლარად. როგორც მექსიკური კლუბის „დორადოსის“ მთავარ მწვრთნელს, მარადონას 11 თვეში 1.6 მილიონი დოლარის შემოსავალი უნდა მიეღო. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს, FIFA– მ ფეხბურთის ლეგენდას მატჩებზე დასწრებისთვის დღეში დაახლოებით, 10 ათასი ევრო გადაუხადა.

президент Кубы Фидель Кастро позирует с Аргентинской футбольной звездой Диего Марадоной, его женой Клаудией Вильяфане и их двумя детьми во время визита во дворец революции в Гаване

ვინ არიან დიეგოს მემკვიდრეები?

ეს საკმაოდ დახლართული ამბავია. დიეგო მარადონას ხუთი ოფიციალურად აღიარებული შვილი ჰყავს და უამრავი არაღიარებული. ცოტა ხნის წინ, კუბაში მისი სამი შთამომავალი აღმოაჩინეს, სადაც მარადონა ნარკოდამოკიდებულებაზე მკურნალობდა. არგენტინაში, მინიმუმ, ორი ​​ადამიანი სასამართლოს გზით ცდილობს დაამტკიცოს, რომ მარადონას შვილია. თუმცა, ჯერჯერობით, ფეხბურთის ლეგენდას ხუთი ოფიციალური მემკვიდრე ჰყავს – ორი ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან კლაუდიასთან (დალმა და ჯანინა) და სამი მოგვიანებით შეძენილი შვილები – ჰანა, დიეგო ჯუნიორი და ფერნანდო დიეგიტო.

Диего Марадона потребовал арестовать собственную дочь

ბოლო წლებში მარადონა ცხოვრობდა როსიო ოლივთან, რომელიც მის პირველ ქალიშვილებზე უმცროსია, თუმცა ოფიციალურ ქორწინება არ გაუფორმებია. ამგვარად, სამოქალაქო ცოლის შვილებიდან რომელს და რა უფლებები აქვთ მათ მემკვიდრეობაზე, სასამართლოებში ხანგრძლივი განხილვის საგანია.

Будущая жена Марадоны моложе двух его дочерей. С ума сойти. Спорт-Экспресс

რა მემკვიდრეობა დაუტოვა შვილებს?

მარადონამ შარშან გამოაცხადა, რომ შვილებისთვის ქონების დატოვებას არ აპირებს. მარადონა განარისხა თავისი შვილის, ჯანინას სიტყვებმა, რომელმაც განაცხადა, რომ ლეგენდარული ფეხბურთელი „შიგნიდან კვდება“. ის ზოოპარკის გალიაში მოთავსებულ ლომს ჰგავს, რომელსაც ნარკოტიკებით აბრუებენ, რომ დამთვალიერებლებმა მასთან გალიაში შესვლა და სურათის გადაღება შეძლონ- განაცხადა მარადონას შვილმა.

Дети Диего Марадоны
„სულაც არ ვკვდები და მშვენივრად მძინავს, რადგან ვმუშაობ. როცა წლები გემატება, ადამიანები იმდენად შენს საქმეებზე არ ნერვიულობენ, რამდენადაც იმაზე თუ რა რჩება შენს შემდეგ. ვაცხადებ, რომ არავის არაფერს ვუტოვებ. მთელ ჩემს ფულს ქველმოქმედებაზე დავხარჯავ. ისე კი სრულიად ჯანმრთელი ვარ“ – განაცხადა ჯანინას სიტყვებით გაღიზიანებულმა მარადონამ.

На Кубе нашли троих новых детей Диего Марадоны, сколько их всего - Чемпионат

„პროგრესნიუსი“

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close