საზოგადოება

ვინ არის 25 წლის გოგო, რომელიც შეცდომით ჩატარებული ოპერაციის გამო 20 თვე კომაშია

ექიმების სკანდალური დაკავების ახალი დეტალები

AMBEBI.GE -ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­საც “თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში” იტა­ლი­ი­დან ჩა­მო­სუ­ლი ექი­მე­ბის ნაც­ვლად, ორი ოპე­რა­ცია კლი­ნი­კის ექი­მებ­მა ჩა­უ­ტა­რეს და 20 თვეა კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, 25 წლის ნა­თია ცი­რე­კი­ძეა.

რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, გო­გო­ნა ხერ­ხემ­ლის პპ­რობ­ლე­მებს უჩი­ო­და, რის გა­მოც 2018 წელს თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფოს მი­მარ­თა. მას ერთი თვის შუ­უ­ა­ლე­დით ორი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. გან­მე­ო­რე­ბი­თი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვი­სას პა­ცი­ენ­ტი კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა.

ნა­თია ცი­რე­კი­ძის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი გა­ი­ოზ ჩარ­კვი­ა­ნი AMBEBI.GE -სთან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ პა­ცი­ენტს უსის­ხლო ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

“უსის­ხლო ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, ანეს­თე­ზი­ო­ლოგ­მა ანეს­თე­ზია არას­წო­რად გა­უ­კე­თა. შე­დე­გად, მას ჟანგბა­დი 13-15 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მი­ე­წო­დე­ბო­და, ბავ­შვი გა­ი­თი­შა და დღემ­დე იმ­ყო­ფე­ბა კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ე.წ კუნ­თის მო­დუ­ნე­ბის ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და. არ მინ­და, უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმ­ცია და­ვარ­ღვიო, მაგ­რამ რომ აცხა­დებს ზო­გი­ერ­თი უდა­ნა­შა­უ­ლო­ე­ბი არი­ა­ნო, რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს დო­კუ­მენტზე რას იტყვი­ან?!

ხომ არ­სე­ბობს ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტი, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს არ ჰქონ­დათ ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა. თქვენ რომ ჟურ­ნა­ლის­ტმა ჩა­ა­ტა­როთ ოპე­რა­ცია არ და­ის­ჯე­ბით?! 20 თვეა ან­გე­ლო­ზი­ვით გოგო კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. წევს თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. სა­ო­ცა­რი გო­გო­ნაა. წი­თელ დიპ­ლომ­ზე აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი.

ერთ-ერთ ბან­კში მუ­შა­ობ­და. ხერ­ხე­მალ­მა შე­ა­წუ­ხა და მი­მარ­თა ამ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას. ფაქ­ტია , რომ არას­წო­რად ჩა­უ­ტა­რეს ოპე­რა­ცია, რად­გან ეს გო­გო­ნა კო­მა­შია ახ­ლაც. ნუ

გა­და­იყ­ვა­ნენ ოჯახს ჭკუ­ი­დან, ყვე­ლა­ფერს აქვს ზღავ­რი. ისე­დაც 20 თვეა ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში უყუ­რე­ბენ ამ გო­გო­ნას” – გვე­უბ­ნე­ბა ად­ვო­კა­ტი.

რო­გორც ნა­თია ცი­რე­კი­ძის მე­გო­ბა­რი ნი­ნუ­ცა ბრა­ჭუ­ლი ამ­ბობს, გო­გო­ნას ოპე­რა­ცი­ამ­დე ხერ­ხემ­ლის ტკი­ვი­ლე­ბი აწუ­ხებ­და.

“ნა­თია ჩემი თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო, ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით ბან­კში. უნი­ვერ­სა­ლუ­რი ბან­კი­რის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ობ­და. უნი­ჭი­ე­რე­სი გო­გოა. უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან ერ­თად მოვ­დი­ვართ და შემ­დეგ სამ­სა­ხურ­შიც ერ­თად აღ­მოვ­ჩნდით.

ხერ­ხე­მალ­ზე ჰქონ­და ტკი­ვი­ლე­ბი და ლა­ზე­რით უნდა მო­ეწ­ვათ,, რაც სექ­ტემ­ბერ­ში უკვე გა­უ­კე­თეს და გან­მე­ო­რე­ბი­თი მოწ­ვა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ დე­კემ­ბერ­ში, რის შემ­დე­გაც კო­მა­ში ჩა­აგ­დეს. განაგრძეთ კითხვა

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close