საზოგადოება

„ვიზიარებ მთელი საქართველოს მწუხარებას!”- კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს სახალხო არტისტის, კახი კალაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:

“ვწუხვარ და გული მტკივა, რომ ამ სიტყვების თქმა მიწევს – კახი კავსაძე, ყველასთვის საყვარელი ადამიანი, გამორჩეული, კოლორიტული მსახიობი, საპატიო თბილისელი, უბრალოდ, ჩვენი უფროსი მეგობარი აღარ არის.

კაცი, რომელმაც არა მარტო თავისი არაჩვეულებრივი როლებით და არტისტიზმით, არამედ უპირველესად საკუთარი ღირსებით, პიროვნული ხიბლით სამუდამო კვალი დატოვა.

ძნელია, ვიპოვო სანუგეშო სიტყვები მისი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, თანაქალაქელებისთვის. ვიზიარებ მთელი საქართველოს მწუხარებას!”- წერს კახა კალაძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close