პოლიტიკა

„ვივამედში“ შევარდნისთვის კი იყო მზად, მაგრამ გამოვარდნა მისთვის უპერსპექტივო და კარგად ნაცნობი იყო – ხუნდაძე ხაბეიშვილის შესახებ

წინასაარჩევნოდ ლევან ხაბეიშვილი გვთავაზობდა, რომ „ვივამედში“ შევარდებოდა და სააკაშვილს გამოიხსნიდა, შევარდნისთვის კი იყო მზად, მაგრამ გამოვარდნა მისთვის უპერსპექტივო და კარგად ნაცნობი იყო, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძის თქმით, ხაბეიშვილი ამ ხაზით აღარ წავიდა და არჩევნების შემდეგ თავისივე განცხადება გადათქვა.

„პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკვე აურზაურია, რასაც თავად ადასტურებენ. წინასაარჩევნოდ ლევან ხაბეიშვილი გვთავაზობდა, რომ „ვივამედში“ შევარდებოდა და სააკაშვილს გამოიხსნიდა. შევარდნას სჭირდება გამოვარდნა. შევარდნისთვის კი იყო მზად, მაგრამ გამოვარდნა მისთვის უპერსპექტივო და კარგად ნაცნობი იყო. ამიტომ, ამ ხაზით აღარ წავიდა და არჩევნების შემდეგ თავისი განცხადება გადათქვა. სამართალს ვერ გაექცევიან, ამიტომ, პარტიამ და მათმა დახსნის ობიექტმა რეალობა უნდა გაიაზრონ. იცოდნენ, რომ დანაშაულისთვის სასჯელია მოსახდელი და სპეცოპერაცია არ არის ჩასატარებელი. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო და შევარდნა-გამოვარდნა წარმოუდგენელია“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close