საზოგადოება

ვერ მიხვდნენ და ასე ჭამს ყოველი ახალი მოსული ძველს, იგივე მოუვა ამ ხელისუფალსაც – ლორთქიფანიძე

გოგი ლორთქიფანიძე:

“ტიპები ომებით, ყაჩაღობით, ძარცვით, განგსტერობით და სხვა რამეებით დიდ ფულს შოულობდნენ და მერე ამ დიდი ფულის შესანარჩუნებლად ერთმანეთს ურტყამდნენ და ხოცავდნენ, ხან ერთი იმარჯვებდა და „თავი მოჭრა“, ხან მეორე. ხან კიდევ „ქვედა ფენები“ მიუხტებოდნენ და „თავს დავანგრიოთ ბანიას“ უშვებოდნენ.
ბოლო-ბოლო მობეზრდათ ეს შფოთვა-შარი, დაიღალენ ამდენი დავი-დარაბით, დაჯდნენ და მოიფიქრეს ისეთი სისტემა, რომელიც მეტ-ნაკლებად დაიცავდა მათ ქონებას, მათ შვილებს, ნათესავებს, მეგობრებს და ა.შ. იმასაც მიხვდნენ, რომ ჯობდა სხვების უფლებები და ქონებაც ყოფილიყო დაცული და ესეც ჩართეს სისტემაში.
მერე გზადაგზა ხვეწდნენ ამ სისტემას – ამატებდნენ ან აკლებდნენ რაღაცეებს და ბოლოს მიიღეს ის, რასაც დღეს დემოკრატიული სისტემა და მის შიგნით ძალაუფლების გადანაწილების პრინციპი ქვია.
საუკეთესო ნამდვილად არ არის, მაგრამ რაც არის ეგ არის და უკეთესი ჯერ არ გვაქვს გაყიდვაში. და თან თუ დავაკვირდებით, მსგავსი სისტემა იმ ქვეყნებში მუშაობს, მეტ-ნაკლებად წარმატებულად რომლის მოსახლეობასაც ძირითადად ევროპულ კონტინენტთან მიახლოებული ისტორიული ფესვები და ქრისტიანული აღმსარებლობა აქვს.
ესაა და ეს.
ჩვენთან, დღემდე ვერცერთი მმართველი ვერ მიხვდა, რომ თუ მსგავს სისტემას (აქაური ინტერპრეტაციებით ) შექმნის, მერე ეს სიტემა დაიცავს მას და მის შთამომავალსაც, წინამორბედის შურისძიებისგან.
ვერ მიხვდნენ და ასე ჭამს ყოველი ახალი მოსული ძველს.. ასე მოუვა ამ ხელისუფალსაც.
ამ სიტყვებით უფრო გასაგებია ვითომ???”
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close