საზოგადოება

ვას ნე ვილიჩატ, ვეღარა. ფანტაზია, პროპაგანდა ჩიხშია საქოცეთო – ელენე ხოშტარიას დედა კობახიძეს პასუხობს

ელენე ხოშტარიას დედა, ირინა გუნცაძე ეხმიანება ირაკლი კობახიძის ბრალდებას, რომ აუზზე ფოტოები მან გადაუღო და ამბობს, რომ ეს სიმართლე არ არის.

“წარმოიდგინეთ რა ხდება “ქოცების” უნიჭო თავებში, მარიკა მახარაშვილმა თავისი ჩვეული იუმორით ანიბალ კარაჩის ტილოში ჩასვა ამ ტუტუცის ფიგურა.. და როგორც ორიგინალს შეეხამება დააწერა ზეთი ტილო..

და ჰოი საოცრებავ გამწარებულ გაჭირვებულმა პოსტ-ივისტებმა მოიფიქრეს: ელენე ხოშტარიამ შეაპარა დედამისი, ანუ მე, ფოტოაპარატით, რომ გადამეღო ტიტლიკანა ფსიხოპატისთვისო, ოღონდ ამას სერიოზულად აცხადებენ ცისფერი ეკრანებიდან !

ფანტაზია, პროპაგანდა ჩიხშია საქოცეთო. . ვაი თქვენს პატრონს უბედურს, როგორც მანანა იტყოდა!

“გარეჯი საქართველოა” ,”ომი გინდათ”?! “პუტინმა, მიშამ მთხოვა ფრენების აღდგენაო” მოკლედ, ვას ნე ვილიჩატ ვეღარა”- წერს ირინა გუნცაძე.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ 26 მაისს, აუზზე ყოფნის ამსახველი ფოტოები მას ელენე ხოშტარიას დედამ გადაუღო, რომელიც ოპოზიციურ მედიაში გავრცელდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close