Sliderსაზოგადოება

ვანდალიზმის ფაქტები საქართველოს დედაქალაქში (ვიდეო)

სამწუხაროდ, ახლადრეაბილიტირებულ პარკებსა და სკვერებში ვანდალიზმის ძალიან ბევრი ფაქტი ფიქსირდება. ინფრასტრუქტურას მიზანმიმართულად აზიანებენ, რაც, რა თქმა უნდა, საწყენია, რადგან ამ ყველაფერში უამრავი თანხა იხარჯება. ეს ყველაფერი ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, ამ ქალაქში მცხოვრები ადმიანებისთვის კეთდება. თუ ჩვენ ამ სიახლეებს, რეაბილიტირებულ პარკებს, სკვერებს დავაზიანებთ, საპარკო ინფრასტრუქტურას დავამტვრევთ, მცენარეებს მოვიპარავთ და სახლში წავიღებთ, არაფერი არ გამოვა, აზრი ეკარგება ყველაფერს - კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომა ვანდალიზმის გახშირებულ შემთხვევებზე საუბრით გახსნა.

„სამწუხაროდ, ახლადრეაბილიტირებულ პარკებსა და სკვერებში ვანდალიზმის ძალიან ბევრი ფაქტი ფიქსირდება. ინფრასტრუქტურას მიზანმიმართულად აზიანებენ, რაც, რა თქმა უნდა, საწყენია, რადგან ამ ყველაფერში უამრავი თანხა იხარჯება. ეს ყველაფერი ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, ამ ქალაქში მცხოვრები ადმიანებისთვის კეთდება. თუ ჩვენ ამ სიახლეებს, რეაბილიტირებულ პარკებს, სკვერებს დავაზიანებთ, საპარკო ინფრასტრუქტურას დავამტვრევთ, მცენარეებს მოვიპარავთ და სახლში წავიღებთ, არაფერი არ გამოვა, აზრი ეკარგება ყველაფერს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა საზოგადოებას სთხოვა, თანადგომა გამოიჩინოს ამ პრობლემასთან ბრძოლაში.

„ხშირ შემთხვევაში, ამ ყველაფერს არასრულწლოვნები, ახალგაზრდები აკეთებენ, რაც სამწუხაროა. არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული ინფრასტრუქტურა ზიანდება, დიდები ამას გულგრილად უყურებენ.

ეს ძალიან ცუდია. ამის წინააღმდეგ ყველა უნდა გავერთიანდეთ, ყველამ ერთიანი ძალისხმევით უნდა ვეცადოთ, რომ ამ ყველაფერს მოვუაროთ, რადგან ეს თქვენი ფულით კეთდება, თქვენთვის და მომავალი თაობებისთვის. დარწმუნებული ვარ, განახლებული და მოწესრიგებული რეკრეაციული სივრცეები ყველას მოგწონთ. ამას შენარჩუნება და მოვლა სჭირდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

http://

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close